უკან დაბრუნება ვაკანსია ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე

სათავო ოფისი (თბილისი)
15.01.2018 / 29.01.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას 

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29.01.2018 

ძირითადი ფუნქციები:

  • ინფორმაციის დაცვის სისტემებისა და საშუალებების არჩევა
  • მომხმარებელთა რეგისტრაციის/გაუქმების/უფლებების დროებითი შეჩერების განხორციელება დომენურ ქსელში, ბანკის საოპერაციო დღეში, საკრედიტო პროგრამაში და მათი უფლებების გამიჯვნა აღნიშნულ სისტემებში შესაბამისი პროცედურის საფუძველზე
  • საბანკო ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის პროგრამების დანერგვაში მონაწილეობის მიღება
  • ელექტრონული გასაღების, სერთიფიკატების და პაროლების პერიოდული ცვლილების პროცესის უზრუნველყოფა
  • ანტივირუსული პროგრამისა და ელ.ფოსტის მონიტორინგი
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების შემთხვევების მოძიება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში
  • მონაცემთა ბაზებისა და ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებული უსაფრთხოების  საკითხების დეტალური ტექნიკური ცოდნა
  • უსაფრთხოების სისტემებში გამოცდილება, მათ შორის: ფაიერვოლები, შემოჭრების აღმოჩენის სისტემები (IPS), ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემების აუთენტიკაცია, ლოგების მართვა, შემცველობის ფილტრაცია, 
  • ქსელურ უსაფრთხოებასთან, ქსელურ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება და ასევე სისტემების, უსაფრთხოებისა და ქსელის მონიტორინგის უტილიტებთან მუშაობის გამოცდილება
  • უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების, მოდელებისა და პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა
  • კანდიდატი გაცნობიერებული უნდა  იყოს ვებ  ტექნოლოგიებში (ვებ-აპლიკაციები, ვებ სერვისები, სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურები) და ქსელთან/ვებთან დაკავშირებულ პროტოკოლებთან

უნარები:

  • პრობლემების მოგვარების უნარი 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2018 წლის 29 იანვრისა შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები