რეგიონების ფილიალები (ბათუმი)
23.09.2019 / 06.10.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს პირდაპირი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში
სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 06.10.2019
ძირითადი ფუნქციები:
- ბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა
- ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით პრეზენტაციებისა და სხვადასხვა აქციების ჩატარება
- ბანკისათვის მნიშვნელოვან კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება
- კლიენტებისათვის ზუსტი, სრული და დროული ინფორმაციის მიწოდება ბანკის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით
- გაყიდვების განყოფილების მიერ დასახული გეგმების შესრულება
- ჯგუფის ლიდერისათვის ყოველდღიური შედეგების შესახებ ინფორმაციის გადაცემა
- კლიენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების პერმანენტული მობილიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- სასურველია მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
- სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, PowerPoint, Excel)
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
- ორგანიზებული, ენერგიული
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
- გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება