სათავო ოფისი (თბილისი)
10.10.2019 / 20.10.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.10.2019
ძირითადი ფუნქციები:
- პოტენციურ მომხმარებლებზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი ბაზების ფორმირება
- პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმართვა და შეხვედრების ორგანიზება
- პირდაპირი გაყიდვების მენეჯერებისთვის შეხვედრების დაგეგმვა
- ორგანიზაციებში პრეზენტაციების ჩატარება
- ბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა
- ბანკისათვის მნიშვნელოვან კლიენტებთნ შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება
- კლიენტებისათვის ზუსტი, სრული და დროული ინფორმაციის მიწოდება ბანკის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით
- კლიენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების პერმანენტული მობილიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, PowerPoint, Excel)
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
- ორგანიზებული, ენერგიული
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
- გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება