უკან დაბრუნება სახელფასე პროექტების მოზიდვების მენეჯერი

სათავო ოფისი (თბილისი)
12.11.2019 / 26.11.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს სახელფასე პროექტების მოზიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი                                      

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.11.2019    

ძირითადი ფუნქციები:

  • პოტენციურ მომხმარებლებზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი ბაზების ფორმირება
  • პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმართვა და შეხვედრების ორგანიზება
  • სახელფასო და ინდივიდუალური სახელფასო კლიენტების მოზიდვა
  • ორგანიზაციებში პრეზენტაციების ჩატარება
  • ბანკის  მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა
  • ბანკისათვის მნიშვნელოვან კლიენტებთნ შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება
  • კლიენტებისათვის ზუსტი, სრული და დროული ინფორმაციის მიწოდება ბანკის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით
  • განყოფილების მიერ დასახული გეგმების შესრულება
  • კლიენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების პერმანენტული მობილიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, PowerPoint, Excel)

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • ორგანიზებული, ენერგიული
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები