სათავო ოფისი (თბილისი)
17.01.2018 / 28.02.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს უფროსი პროგრამისტის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 28.02.2018
ძირითადი ფუნქციები:
- ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა
- შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- პროგრამისტად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- C#.NET, ASP.NET MVC და ASP.NET WEB API გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება
- ვებ სერვისების (მათ შორის WCF) შექმნისა და გამოყენების გამოცდილება
- სხვადასხვა დიზაინ პატერნების ცოდნა (Dependency injection, Repository and Unit of Work)
- ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა
- HTML, CSS, JavaScript (jQuery, Ajax) ელემენტარული ცოდნა
- სასურველია რომელიმე Frontend framework-ის ცოდნა (AngularJS, React)
- რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა
უნარები:
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 28 თებერვლისა შეავსოთ განაცხადის ფორმა