რეგიონების ფილიალები (ზუგდიდი)
01.11.2019 / 17.11.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს სარეზერვო ანგარიშების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე ზუგდიდის ფილიალში
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
დასაქმების ვადა: 6 თვე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17.11.2019
ძირითადი ფუნქციები:
- საბანკო პროცესების და საოპერაციო საქმიანობის შესაბამისი ნორმატივების საფუძვლიანი ცოდნა
- ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება, სხვადასხვა ტიპის ანგარიშების გახსნა, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ჩატარება
- საბანკო პროდუქტების კლიენტებისთვის შეთავაზება ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ფორმის გათვალისწინებით.
- ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
- საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ბანკში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
- აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
- სასურველია საბანკო პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
- გაყიდვების უნარი
- პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი
- მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული
- კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება