უკან დაბრუნება ფრონტენდ დეველოპერი

სათავო ოფისი (თბილისი)
16.10.2019 / 31.10.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ფრონტენდ დეველოპერის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი                                       

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31.10.2019     

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება
  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა
  • შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • ფრონტენდ დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • JavaScript-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა
  • JavaScript-ის ბიბლიოთეკების გამოყენების გამოცდილება (JQuery)
  • SPA აპლიკაციების შექმნის გამოცდილება AngularJs/React გამოყენებით
  • RESTful სერვისების გამოყენების გამოცდილება
  • HTML5/CSS3 (SASS, LESS, Stylus) მაღალ დონეზე ცოდნა, responsive layout-ის შექმნა
  • სხვადასხვა დიზაინ პატერნების ცოდნა (MVC, MVVM)
  • გამოცდილება Node.js-თან ჩაითვლება პლიუსად
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა

უნარები:

  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • მიზანმიმართული, ორგანიზებული
  • კომუნიკაბელური

 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის  31 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV–ის  გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები