სათავო ოფისი (თბილისი)
31.10.2019 / 14.11.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას თარჯიმნის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14.11.2019
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის დოკუმენტაციის (ოფიციალური წერილები, ხელშეკრულებები, განცხადებები და ა.შ) წერილობითი თარგმანი ქართულიდან რუსულ/ინგლისურ ენაზე და პირიქით, ორიგინალის სტილისტიკისა და შინაარსის დაცვით
- ბანკის თანამშრომლებისგან სათარგმნი მასალის მიღება, სირთულისა და მოცულობის განსაზღვრა და დამკვეთთან შესრულების ვადებზე შეთანხმება
- მიღებული სათარგმნი მასალის გადახარისხება პრიორიტეტულობის მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფილოლოგია, უცხო ენები)
- თარჯიმნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, სერთიფიკატი)
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია ქართული, რუსული და ინგლისური ენების ფლობა უმაღლეს დონეზე
- საოფისე პროგრამების გამოცდილი მომხმარებელი (Word, Excel, PowerPoint)
უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- ერთდროულად რამოდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება