სათავო ოფისი (თბილისი)
11.11.2019 / 24.11.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს მონაცემთა ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 24.11.2019
ძირითადი მოვალეობები:
მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა მოდელების აწყობა, ვიზუალიზაცია
- მონაცემთა შეგროვება; ოპერაციების/პროცესების კალკულაცია
- მონაცემების შეგროვების სხვადასხვა მიდგომებისა და არაერთგვაროვანი მოდელების შექმნა/განახლება
- მეთოდოლოგიის ადაპტაცია ბიზნესის მოთხოვნების, პროცესებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობების გათალისწინებით
- პროაქტიური მიდგომა იმის განსასაზღვრავად, თუ მონაცემები როგორ უნდა იქნას გამოყენებული პროცესის ღირებულების შემდგომი ანალიზისათვის
- სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ფუნქციური სამმართველოების წარმომადგენლებთან და ბიზნესთან, სათანადო მონაცემების შეგროვებისა და დამტკიცების მიზნით
- კომუნიკაცია მონაცემების შემდგომი გაუმჯობესებისა და მომავალი გამოყენების მიმართულებით
- პასუხისმგებლობა შესაბამის რეპორტებსა და ანალიზზე
- რთული ამოცანების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მათემატიკის, საბანკო საქმის, საინფორმაციო უზრუნველყოფის, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება (საოპერაციო მიმართულებით)
- ექსპერტული ცოდნა MsExcel
- მცირედი გამოცდილება პროგრამირების კუთხით ჩაითვლება უპირატესობად (სასურველია SQL)
- უპირატესობად ჩაითვლება მონაცემთა ანალიზის კურსების დასრულება coursera ან სხვა Online პლატფორმაზე
- უპირატესობად ჩაითვლება თვითღირებულების პრინციპების და მეთოდოლოგიების აღქმის უნარი / ცოდნა
- სავალდებულოა ქართული და რუსული ენების ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
უნარები:
- გამორჩეული ანალიტიკური შესაძლებლობები
- რამდენიმე ერთდროულ ამოცანაზე მუშაობის / ერთდროულად რამდენიმე შედეგის დადების უნარი
- ცვალებადი პრიორიტეტების პირობებში ადაპტირების უნარი
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება