უკან დაბრუნება მონაცემთა ანალიტიკოსი

სათავო ოფისი (თბილისი)
11.11.2019 / 24.11.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს მონაცემთა ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი                                          

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 24.11.2019           

ძირითადი მოვალეობები:       

მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა მოდელების აწყობა, ვიზუალიზაცია

  • მონაცემთა შეგროვება; ოპერაციების/პროცესების კალკულაცია
  • მონაცემების შეგროვების სხვადასხვა მიდგომებისა  და არაერთგვაროვანი მოდელების შექმნა/განახლება
  • მეთოდოლოგიის ადაპტაცია ბიზნესის მოთხოვნების, პროცესებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობების გათალისწინებით
  • პროაქტიური მიდგომა იმის განსასაზღვრავად, თუ მონაცემები როგორ უნდა იქნას გამოყენებული პროცესის ღირებულების შემდგომი ანალიზისათვის
  • სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება  ფუნქციური სამმართველოების წარმომადგენლებთან და ბიზნესთან, სათანადო მონაცემების შეგროვებისა და დამტკიცების მიზნით
  • კომუნიკაცია მონაცემების შემდგომი გაუმჯობესებისა და მომავალი გამოყენების მიმართულებით
  • პასუხისმგებლობა შესაბამის რეპორტებსა და ანალიზზე
  • რთული ამოცანების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მათემატიკის, საბანკო საქმის, საინფორმაციო უზრუნველყოფის, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება (საოპერაციო მიმართულებით)
  • ექსპერტული ცოდნა MsExcel
  • მცირედი გამოცდილება პროგრამირების კუთხით ჩაითვლება უპირატესობად (სასურველია SQL)
  • უპირატესობად ჩაითვლება მონაცემთა ანალიზის კურსების დასრულება coursera ან სხვა Online პლატფორმაზე
  • უპირატესობად ჩაითვლება თვითღირებულების პრინციპების და მეთოდოლოგიების აღქმის უნარი / ცოდნა
  • სავალდებულოა ქართული და რუსული ენების ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

  • გამორჩეული ანალიტიკური შესაძლებლობები
  • რამდენიმე ერთდროულ ამოცანაზე მუშაობის / ერთდროულად რამდენიმე შედეგის დადების უნარი
  • ცვალებადი პრიორიტეტების პირობებში ადაპტირების უნარი
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

 

 

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები