სათავო ოფისი (თბილისი)
16.12.2019 / 15.01.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს პროგრამისტის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15.01.2020
შეუერთდი ვითიბის დეველოპერების გუნდს თუ:
- კოდის წერა და პროგრამირება არის შენი მოწოდება
- გაქვს სურვილი, რომ შენი გამოცდილება გაჯერებული იყოს მრავალფეროვანი სახის პროექტებით
- გაქვს ამბიციური მიზნები და თვლი, რომ სტაბილური და განვითარებადი სამუშაო გარემო და კომპეტენტური გუნდი დაგეხმარება ამ მიზნების მიღწევაში
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც იქნება:
- კრეატიულად და ანალიტიკურად მოაზროვნე
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების მაძიებელი
- პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე დავალებაზე მომუშავე
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე
- მიზანმიმართული, ორგანიზებული, პუნქტუალური
- და რაც მთავარია - კომუნიკაბელური ადამიანი
ძირითადი ფუნქციები:
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება - დანერგვა
- შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
- ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
- C#.NET, .NET CORE, ASP.NET MVC, ASP.NET WEB API, WCF გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება
- რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება T-SQL -ის გამოყენებით.
- სხვადასხვა დიზაინ პატერნების ცოდნა
- ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ფლობა
ჩვენ გთავაზობთ:
- მყუდრო, მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
- დეველოპმენტის თანამედროვე მიდგომებს
- პროფესიონალ გუნდს
- ადეკვატურ ანაზღაურებას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 15 იანვრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება