სათავო ოფისი (თბილისი)
17.12.2020 / 10.01.2021
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10.01.2021
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა
- პასიური და აქტიური ქსელური მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი და მომსახურება
- პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება
- ოპერაციული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება, კონფიგურირება და მომსახურება
- შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშობის გამოცდილება
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- ოპერაციული სისტემების და საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე
უნარები:
- კომუნიკაბელურობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- შრომისმოყვარე
- აქტიური
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მყუდრო, მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
- პროფესიონალთა გუნდს
- ადექვატურ ანაზღაურებას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 10 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება