სათავო ოფისი (თბილისი)
04.09.2020 / 20.09.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს სისტემის ანალიტიკოსის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.09.2020
შეუერთდი ვითიბის IT გუნდს თუ:
- გაქვს სურვილი, რომ შენი გამოცდილება გაჯერებული იყოს მრავალფეროვანი სახის პროექტებით
- გაქვს ამბიციური მიზნები და თვლი, რომ სტაბილური, განვითარებადი სამუშაო გარემო და კომპეტენტური გუნდი დაგეხმარება ამ მიზნების მიღწევაში
ძირითადი ფუნქციები:
- სერვისების არქიტექტურულ დაგეგმარებაში/კორექტირებაში მონაწილეობა
- Unit ტესტირების სცენარების შემუშავებაში მონაწილოება
- სერვისების ხარისხის/არქიტექტურის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება
- არსებული სისტემების ანალიზი/გაუმჯობესება
- ინფორმაციის შეგროვების მიზნით შეხვედრები პროექტების მენეჯერთან/შემსრულებელთან (მათ შორის დამკვეთთან) და შეხვედრების დოკუმენტირება
- გასაუბრება დამკვეთთან
- არსებული დოკუმენტაციის შესწავლა
- ინფორმაციის გადამოწმება შემსრულებელთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან
- ბიზნესს პროცესების ვიზუალური (დიაგრამული) ასახვა
- მოგროვებული ინფორმაციის ანალიზი
- სერვისის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება
- ანალიზის შედეგების შეჯამება, დოკუმენტირება და პროექტის მენეჯერთან (მათ შორის დამკვეთთან) და შემსრულებელთან შეთანხმება
- დანერგვის ხელშეწყობა
- ტესტირების პროცესში იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო საქმიანობის დაგეგმვა
- მონაწილეობის მიღება შემსრულებელთან დანერგვისთვის ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვასა და საჭირო რესურსის განსაზღვრაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- დეველოპერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ენის ფლობა
უნარები:
- ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
ჩვენ გთავაზობთ:
- მყუდრო, მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
- დეველოპმენტის თანამედროვე მიდგომებს
- პროფესიონალ გუნდს
- ადექვატურ ანაზღაურებას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება