უკან დაბრუნება სისტემის ანალიტიკოსი

სათავო ოფისი (თბილისი)
04.09.2020 / 20.09.2020

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს სისტემის ანალიტიკოსის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი                                         

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.09.2020         

შეუერთდი ვითიბის IT გუნდს თუ:

  • გაქვს სურვილი, რომ შენი გამოცდილება გაჯერებული იყოს მრავალფეროვანი სახის პროექტებით
  • გაქვს ამბიციური მიზნები და თვლი, რომ სტაბილური, განვითარებადი სამუშაო გარემო და კომპეტენტური გუნდი დაგეხმარება ამ მიზნების მიღწევაში

  ძირითადი ფუნქციები:

  • სერვისების არქიტექტურულ დაგეგმარებაში/კორექტირებაში მონაწილეობა
  • Unit ტესტირების სცენარების შემუშავებაში მონაწილოება
  • სერვისების ხარისხის/არქიტექტურის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება
  • არსებული სისტემების ანალიზი/გაუმჯობესება
  • ინფორმაციის შეგროვების მიზნით შეხვედრები პროექტების მენეჯერთან/შემსრულებელთან (მათ შორის დამკვეთთან)  და შეხვედრების დოკუმენტირება
  • გასაუბრება დამკვეთთან
  • არსებული დოკუმენტაციის შესწავლა
  • ინფორმაციის გადამოწმება შემსრულებელთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან
  • ბიზნესს პროცესების ვიზუალური (დიაგრამული) ასახვა
  • მოგროვებული ინფორმაციის ანალიზი
  • სერვისის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება
  • ანალიზის შედეგების შეჯამება, დოკუმენტირება და პროექტის მენეჯერთან (მათ შორის დამკვეთთან) და შემსრულებელთან შეთანხმება
  • დანერგვის ხელშეწყობა
  • ტესტირების  პროცესში იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო საქმიანობის დაგეგმვა
  • მონაწილეობის მიღება შემსრულებელთან დანერგვისთვის ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვასა და საჭირო რესურსის განსაზღვრაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება 
  • სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • დეველოპერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ფლობა

უნარები:

  • ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • მიზანმიმართული, ორგანიზებული
  • კომუნიკაბელური

ჩვენ გთავაზობთ:

  • მყუდრო, მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
  • დეველოპმენტის თანამედროვე მიდგომებს
  • პროფესიონალ გუნდს
  • ადექვატურ ანაზღაურებას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები