სათავო ოფისი (თბილისი)
30.01.2018 / 12.02.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე
ანგარიშვალდებული: ფინანსური დირექტორისა და კორპორატიული ბიზნესის დირექტორის წინაშე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12.02.2018
ძირითადი მოვალეობები:
- შეხვედრების განრიგის შედგენა, ორგანიზება და გავრცელება
- დავალებების შესრულების კონტროლი
- ოფიციალური წერილებიდან / საქმიანი მიმოწერებიდან ამონაწერების გაკეთება და საკვანძო ინფორმაციის მიწოდება
- ოფიციალური წერილების შედგენა, გაგზავნა/მიღება
- ბრძანებების, გეგმების და ანგარიშების შედგენა
- სხვადასხვა სახის დოკუმენტებისა და პრეზენტაციების მომზადება
დამატებითი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარებზე თავაზიანი პასუხი და სწრაფი გადამისამართება
- მივლინებების და საზღვარგარეთ გამგზავრების ორგანიზება
- კალენდრის შედგენა, დაგეგმვა
- სტუმრების დახვედრა და მიღება
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხის მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა)
- შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულოა)
- ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (წერა / საუბარი)
- MS Office–ის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
- ოფისის ადმინისტრირების ცოდნა
- შესაბამისი კანონმდებლობის, პროცედურების და პოლიტიკის ცოდნა
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
- მოწესრიგებული
- კეთილსინდისიერი და სანდო
- ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ–ჩვევების მქონე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა