უკან დაბრუნება საცალო დაკრედიტების მენეჯერი

თბილისის ფილიალები (თბილისი)
04.03.2020 / 18.03.2020

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს საცალო დაკრედიტების მენეჯერის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი:  თბილისი                                     

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  18.03.2020   

ძირითადი ფუნქციები:

  • საცალო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაციის მიზნით პოტენციური კლიენტების მოზიდვა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი
  • კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება
  • კლიენტებისთვის პრეზენტაციების ჩატარება და კონსულტირება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით
  • პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი
  • საბანკო საცალო პროდუქტების აქტიური გაყიდვები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/ეკონომიკის სფეროები)
  • მინიმუმ ექვსთვიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • გაყიდვების უნარი
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული

კანდიდატების შერჩვა მოხდება 2 ეტაპად:

  1. ტესტირება (მათემატიკა, ლოგიკა)
  2. გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 18 მარტის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები