რეგიონების ფილიალები (ბათუმი)
06.02.2020 / 16.02.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ბათუმის სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.02.2020
თანამდებობრივი მოვალეობები
- სერვისცენტრის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვა
- ადგილობრივ ბაზარზე არსებული სიტუაციის შეფასება და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
- აქტიური გაყიდვების წარმოება
- ჯვარედინი გაყიდვების ორგანიზება და პროცესის უშუალო კონტროლი
- მომხმარებლის უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის მომსახურებით
- სერვისცენტრის თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საბანკო სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება
- სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტების ცოდნა
- ფინანსებისა და ბუღალტერიის პრინციპების კარგად ცოდნა
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა
- MS Office–ის აპლიკაციების მაღალ დონეზე ცოდნა
- ბანკის შიდა სპეციალიზებული პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები
- მენეჯერული უნარები
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
- კეთილგანწყობილი, თავაზიანი
- კომუნიკაბელური
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2020 წლის 16 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება