თბილისის ფილიალები (თბილისი)
18.08.2020 / 05.09.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს მოძრავი ანგარიშების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05.09.2020
მოძრავი ანგარიშების მენეჯერი მუშაობს ვითიბი ბანკის თბილისის ერთ-ერთ ფილიალში, საჭიროების შემთხვევაში ცვლის ძირითად ანგარიშების მენეჯერებს თბილისსა თუ რეგიონებში.
ძირითადი ფუნქციები:
- ფიზიკური და იურიდიული პირების უნივერსალური მომსახურება
- მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შერჩევა, დეტალური ინფორმაციის მიწოდება და რეალიზება
- საოპერაციო და საკრედიტო პროდუქტების აქტიური გაყიდვები
- ანგარიშების და დეპოზიტების გახსნა, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ჩატარება, სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურება
- კლიენტების ინფორმირება ბანკის დისტანციურ არხების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ბანკში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (მოლარე-ოპერატორის, ოპერატორის, გაყიდვების კონსულტანტის ან აქტიური ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციებზე)
- რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Office)
- საბანკო პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- გაყიდვების უნარი
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
- მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება