რეგიონების ფილიალები (მარნეული)
10.03.2020 / 25.03.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე მარნეულის ფილიალში
სამუშაო ადგილი: მარნეული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25.03.2020
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა/გადამისამართება
- რიგის ნომრის მინიჭება, გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
- მომხმარებლებისთვის კონკრეტული პროდუქტების შეთავაზება, დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაცია და გაყიდვა
- მომხმარებლის ინფორმირება ბანკში მიმდინარე აქციების შესახებ და სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ
- ყოველთვიური გეგმების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების ქონა
- აუცილებელია ქართული, აზერბაიჯანული და რუსული ენების ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
- გაყიდვების უნარი
- აქტიური
- თავაზიანი
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 25 მარტის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge
ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება