რეგიონების ფილიალები (მარნეული)
10.03.2020 / 29.03.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ანგარიშების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე მარნეულის ფილიალში
სამუშაო ადგილი: მარნეული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29.03.2020
ძირითადი ფუნქციები:
- საბანკო პროცესების და საოპერაციო საქმიანობის შესაბამისი ნორმატივების საფუძვლიანი ცოდნა
- ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება, სხვადასხვა ტიპის ანგარიშების გახსნა, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ჩატარება
- საბანკო პროდუქტების კლიენტებისთვის შეთავაზება ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ფორმის გათვალისწინებით.
- ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
- საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ბანკში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
- აუცილებელია ქართული, აზერბაიჯანული და რუსული ენების ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
- სასურველია საბანკო პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
- გაყიდვების უნარი
- პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი
- მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული
- კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 29 მარტის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge
ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება