სათავო ოფისი (თბილისი)
16.03.2021 / 04.04.2021
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს .Net დეველოპერის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 04.04.2021
შეუერთდი ვითიბის დეველოპერების გუნდს თუ:
- კოდის წერა და პროგრამირება არის შენი მოწოდება
- გაქვს სურვილი, რომ შენი გამოცდილება გაჯერებული იყოს მრავალფეროვანი სახის პროექტებით
- გაქვს ამბიციური მიზნები და თვლი, რომ სტაბილური, განვითარებადი სამუშაო გარემო და კომპეტენტური გუნდი დაგეხმარება ამ მიზნების მიღწევაში
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც იქნება:
- კრეატიულად და ანალიტიკურად მოაზროვნე
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების მაძიებელი
- პარალელურ რეჟიმში რამდენიმე დავალებაზე მომუშავე
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე
- მიზანმიმართული, ორგანიზებული, პუნქტუალური
- და რაც მთავარია - კომუნიკაბელური ადამიანი
ძირითადი ფუნქციები:
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება - დანერგვა
- შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
- ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- C#.NET, .NET CORE, ASP.NET MVC, ASP.NET WEB API, WCF გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება
- რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება T-SQL -ის გამოყენებით.
- სხვადასხვა დიზაინ პატერნების ცოდნა
- ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ფლობა
ჩვენ გთავაზობთ:
- მყუდრო, მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
- დეველოპმენტის თანამედროვე მიდგომებს
- პროფესიონალ გუნდს
- ადექვატურ ანაზღაურებას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2021 წლის 04 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება