უკან დაბრუნება პროგრამისტი

სათავო ოფისი (თბილისი)
09.06.2020 / 21.06.2020

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს პროგრამისტის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21.06.2020

შეუერთდი ვითიბის დეველოპერების გუნდს თუ:

  • კოდის წერა და პროგრამირება არის შენი მოწოდება
  • გაქვს სურვილი, რომ შენი გამოცდილება გაჯერებული იყოს მრავალფეროვანი სახის პროექტებით
  • გაქვს ამბიციური მიზნები და თვლი, რომ სტაბილური და განვითარებადი სამუშაო გარემო და კომპეტენტური გუნდი დაგეხმარება ამ მიზნების მიღწევაში

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც იქნება:

  • კრეატიულად და ანალიტიკურად მოაზროვნე
  • სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების მაძიებელი
  • პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე დავალებაზე მომუშავე   
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე
  • მიზანმიმართული, ორგანიზებული, პუნქტუალური
  • და რაც მთავარია - კომუნიკაბელური ადამიანი

ძირითადი ფუნქციები:

  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება - დანერგვა
  • შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
  • ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
  • C#.NET, .NET CORE, ASP.NET MVC, ASP.NET WEB API, WCF გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება T-SQL -ის გამოყენებით.
  • სხვადასხვა დიზაინ პატერნების ცოდნა
  • ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • მყუდრო, მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
  • დეველოპმენტის თანამედროვე მიდგომებს
  • პროფესიონალ გუნდს
  • ადეკვატურ ანაზღაურებას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 21 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge

სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები