სათავო ოფისი (თბილისი)
02.02.2018 / 18.02.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების კოორდინაციის ჯგუფის ექსპერტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 18.02.2018
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის საჭიროებისათვის სხვადასხვა საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის მიზნით სატენდერო და პირდაპირი შესყიდვის პროცესის წარმართვა
- სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო განცხადების ტექსტის მომზადება, ტენდერის გამოცხადება
- დაინტერსებულ პირთა და წარმოდგენილ სატენდერო შემოთავაზებათა აღრიცხვა–რეგისტრაცია, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა
- სატენდერო კომისიისა და ბანკის დირექტორატისათვის წარსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მომზადება
- ოქმების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის სათანადოდ გაფორმება, აღრიცხვა–სისტემატიზაცია და შენახვა
- სატენდერო და აუქციონის პროცესის გამჭვირვალეობის, ობიექტურობისა და კონკურენტულობის უზრუნველყოფა, მოლაპარაკებების წარმოების და ხელშეკრულებების მომზადების პროცესში ბანკის ინტერესების მაქსიმალური დაცვა
- სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განუხრელი შესრულების კონტროლი და ანგარიშის მომზადება
- შესყიდვების დადგენილი ნორმების, სტანდარტებისა და ხარჯების გაწევის კონტროლი დადგენილი ბიუჯეტის ფარგლებში
- შესიყიდვის განხორციელებისას მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღების უზრუნველყოფა ხარისხის გაუარესების გარეშე
- ბაზარზე არსებული მომწოდებლებისა და სიახლეების პერიოდული შესწავლა და ფასების ცვალებადობის მუდმივი კონტროლი
- შესყიდვების განხორციელების გამარტივებისა და ეფექტურობის ამაღლების წინადადების შემუშავება
- საჭირო მონაცემების (დოკუმენტები, ცნობები, სტატისტიკური და სხვა დადგენილი ანგარიშგება) და მასალების ხარისხიანი მომზადებისა და ასევე სრული და დროული წარდგინების უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა