სათავო ოფისი (თბილისი)
25.09.2020 / 18.10.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს პროგრამისტის (Middle Java Developer) თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 18.10.2020
ძირითადი ფუნქციები:
- პროგრამული უზრუნველყოფის მოდულების და სისტემების შემუშავება
- შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- პროგრამისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის და შაბლონების ღრმა ცოდნა
- Java-ს ცოდნა
- Spring framework-ის ცოდნა
- Dependency injection-ის გამოყენების გამოცდილება
- Tomcat-თან და/ან JBoss-თან მუშაობის გამოცდილება
- HTML5, CSS3, JavaScript (jQuery, Ajax) ცოდნა
- Maven-თან და Git-თან მუშაობის გამოცდილება
- რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
- მონაცემთა ბაზების სისტემებში პროცედურების შექმნის გამოცდილება
- სასურველია რომელიმე frontend framework-ის ცოდნა (AngularJS, React, ExtJS)
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა
უნარები:
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება