სათავო ოფისი (თბილისი)
10.08.2020 / 31.08.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს საინფორმაციო–სატელეფონო ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31.08.2020
ძირითადი ფუნქციები:
- სატელეფონო–საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება / გადამისამართება
- ამომწურავი ინფორმაციის გაცემა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურების შესახებ
- ანგარიშების მომსახურება
- ტრანზაქციების შესრულება
- გამავალი ზარების შესრულება საცალო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით
- მომხმარებლებისთვის ონლაინ კონსულტაციის გაწევა (online chat)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- სასურველია საბანკო სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება
- აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ფლობა
- სასურველია საბანკო პროგრამა ALTA-ს ცოდნა
უნარები:
- ღამის ცვლაში მუშაობის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი (გამართული მეტყველება, კეთილგანწყობა, თავაზიანობა)
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება