სათავო ოფისი (თბილისი)
02.06.2020 / 21.06.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსს
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21.06.2020
ძირითადი მოვალეობები:
- საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა
- ბანკის სტრუქტურული ერთეულებისთვის და მენეჯმენტისთვის რეპორტების მომზადება
- გაყიდვების, უპასუხო ზარების კოეფიციენტის და მომსახურების ხარისხის გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კონტროლი
- თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო გარემოს შექმნა, გუნდური და ურთიერთპატივისცემის კულტურის უზრუნველყოფა
- თანამშრომელთა განვითარებაზე და მოტივაციაზე ზრუნვა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ქოლ-ცენტრში ან მასთან გაიგივებული მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა აქტიური მომხმარებლის დონეზე
უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- შედეგებზე ორიენტირებულობა
- გუნდის მართვის უნარი
- სტრესული სიტუაციის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 21 ივნისის ჩათვლით, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება