სათავო ოფისი (თბილისი)
19.06.2020 / 03.07.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს უფროსი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05.07.2020
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული დატაცენტრების სერვერული ინფრასტრუქტურის და ვირტუალური გარემოს ადმინისტრირება
- ინფორმაციული ტექნოლოგიური სისტემების დაგეგმვა, ინსტალაცია, განახლება, კონფიგურირება, ოპტიმიზაცია და ადმინისტრირება
- სერვერული ინფრასტრუქტურისა და ვირტუალური გარემოს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, სარეზერვო კოპირების სისტემების ადმინისტრირება და მართვა
- რესურსების და სარეზერვო ასლების მართვა
- განაწილებული მაღალმდგრადი სისტემების ადმინისტრირება
- ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა
- მონიტორინგის ჯგუფისთვის საჭირო სერვისების აღწერა და მათთან ერთად ამ სერვისების მონიტორიგში დამატება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
- სისტემური ადმინისტრირების არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ვირტუალიზაციის ტექნოლოგიებთან(Vmware) მუშაობის გამოცდილება
- მონაცემთა სანახ სისტემებთან(HPE 3PAR) მუშაობის გამოცდილება
- HPE სერვერულ ინფრასტრუქტურასთა (BladeSystem, Synergy) მუშაობის გამოცდილება
- სასურველია VxRail, Nutanix ან SimpliVity Hyper-Converged ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება
- Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება (Windows Server 2012/2016/2019, DC, DNS, DHCP)
- სარეზერვო კოპირების სისტემებთან(Veeam Backup & Replication) მუშაობის გამოცდილება
- სასურველია Application Delivery Controller-ის (F5, Citrix) ადმინისტრირების გამოცდილება
- ქსელური ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა
უნარები:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი
- პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
- ანალიტიკურად და ტექნიკურად აზროვნების უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 5 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.