სათავო ოფისი (თბილისი)
19.06.2020 / 03.07.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს მონაცემთა ბაზების უფროსი ადმინისტრატორის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05.07.2020
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება
- მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება
- მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია
- განაწილებული მაღალმდგრადი სისტემების ადმინისტრირება
- მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა
- მონაცემთა ბაზების მომხმარებლებისა და უფლებების განაწილება, როლების მართვა
- ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა
- მონიტორინგის ჯგუფისთვის საჭირო სერვისების აღწერა და მიწოდება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
- ბაზების ადმინისტრირების არანაკლებ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება MS SQL Server 2016-ის (ან უფრო ახალი) ტექნოლოგიაში
- ახალი ინსტანსების ინსტალაცია/კონფიგურაცია
- არსებული ინსტანსების მიგრაცია
- მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირება/აღდგენა
- მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი/პრობლემების დადგენა
- ცხრილების განაწილება (დადგენა/იმპლემენტაცია)
- სერვერების High Availability სქემის აწყობა (AlwaysOn, SQL Clustering)
- Windows Server 2016/2019 მუშაობის გამოცდილება
- Oracle და/ან PostgreSql მონაცემთა ბაზების ცოდნა ჩაითვლება პლუსად
უნარები:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი
- პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
- ანალიტიკურად და ტექნიკურად აზროვნების უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 5 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.