უკან დაბრუნება მონაცემთა ბაზების უფროსი ადმინისტრატორი

სათავო ოფისი (თბილისი)
19.06.2020 / 03.07.2020

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს მონაცემთა ბაზების უფროსი ადმინისტრატორის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05.07.2020

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება
  • მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება
  • მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია
  • განაწილებული მაღალმდგრადი სისტემების ადმინისტრირება
  • მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა
  • მონაცემთა ბაზების მომხმარებლებისა და უფლებების განაწილება, როლების მართვა
  • ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა
  • მონიტორინგის ჯგუფისთვის საჭირო სერვისების აღწერა და მიწოდება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
  • ბაზების ადმინისტრირების არანაკლებ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება MS SQL Server 2016-ის (ან უფრო ახალი) ტექნოლოგიაში
  • ახალი ინსტანსების ინსტალაცია/კონფიგურაცია
  • არსებული ინსტანსების მიგრაცია
  • მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირება/აღდგენა
  • მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი/პრობლემების დადგენა
  • ცხრილების განაწილება (დადგენა/იმპლემენტაცია)
  • სერვერების High Availability სქემის აწყობა (AlwaysOn, SQL Clustering)
  • Windows Server 2016/2019 მუშაობის გამოცდილება
  • Oracle და/ან PostgreSql მონაცემთა ბაზების ცოდნა ჩაითვლება პლუსად

უნარები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი
  • პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
  • ანალიტიკურად და ტექნიკურად აზროვნების უნარი
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 5 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები