უკან დაბრუნება პირდაპირი გაყიდვების მენეჯერი

სათავო ოფისი (თბილისი)
22.07.2020 / 06.08.2020

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს პირდაპირი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 06.08.2020

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკის  მომხმარებელთა   რაოდენობის  ზრდის  ხელშეწყობა
  • ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით პრეზენტაციებისა და სხვადასხვა აქციების ჩატარება
  • ბანკისათვის მნიშვნელოვან კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება
  • კლიენტებისათვის ზუსტი, სრული და დროული ინფორმაციის მიწოდება ბანკის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით
  • გაყიდვების განყოფილების მიერ დასახული გეგმების შესრულება
  • ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმირება ყოველდღიური შედეგების შესახებ
  • კლიენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების პერმანენტული მობილიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სასურველია მუშაობის ან სტაჟირების  გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
  • სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, PowerPoint, Excel)

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • ორგანიზებული, ენერგიული
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები