სათავო ოფისი (თბილისი)
04.09.2020 / 20.09.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს დეველოპმენტის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.09.2020
ძირითადი ფუნქციები:
- პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების განყოფილების გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კონტროლი, მოტივირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა
- ახალ თანამშრომელთა ადაპტირება/მენტორინგი
- პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის შემუშავება, განახლება და შესრულების კონტროლი
- ორგანიზაციის და აიტი პოლიტიკების, პროცედურებისა და პროცესების შესრულების უზრუნველყოფა
- ანგარიშგება განყოფილების საქმიანობის შესახებ
- სერვისების მართვის პროცესების (ინციდენტების, პრობლემების, ცვლილებების მართვა და სხვა) ფარგლებში გუნდზე დაკისრებული ამოცანებისა და როლების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა
- შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მინიმუმ 8 წლიანი გამოცდილება
- სასურველია მსგავს პოზიციაზე (გუნდის/ჯგუფის/განყოფილების ხელმძღვანელად) მუშაობის გამოცდილება
- C#, .NET CORE, ASP.NET MVC, ASP.NET WEB API, WCF, SOAP, React, Angular გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება
- რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება T-SQL -ის გამოყენებით
- დიზაინ პატერნების ცოდნა და გამოცდილება
- ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა
- აუცილებელია გამოცდილება CI/CD ხელსაწყოებთან
- ბიზნეს ამოცანის ანალიზი და სწორი ტექნიკური გადაწყვეტილების შერჩევა
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა
პიროვნული თვისებები:
- კრეატიულად და ანალიტიკურად მოაზროვნე
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების მაძიებელი
- პარალელურ რეჟიმში რამდენიმე დავალებაზე მომუშავე
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული, პუნქტუალური
- და რაც მთავარია - კომუნიკაბელური ადამიანი
ჩვენ გთავაზობთ:
- მყუდრო, მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
- დეველოპმენტის თანამედროვე მიდგომებს
- პროფესიონალთა გუნდს
- ადექვატურ ანაზღაურებასა და ბენეფიტებს
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელებადა