უკან დაბრუნება პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების განყოფილების უფროსი

სათავო ოფისი (თბილისი)
31.07.2020 / 16.08.2020

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე:

 

სამუშაო ადგილი:  თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.08.2020

ძირითადი ფუნქციები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების განყოფილების გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კონტროლი, მოტივირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა
  • ახალ თანამშრომელთა ადაპტირება/მენტორინგი
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის შემუშავება, განახლება და შესრულების კონტროლი
  • ორგანიზაციის და აიტი პოლიტიკების, პროცედურებისა და პროცესების შესრულების უზრუნველყოფა
  • ანგარიშგება განყოფილების საქმიანობის შესახებ
  • სერვისების მართვის პროცესების (ინციდენტების, პრობლემების, ცვლილებების მართვა და სხვა) ფარგლებში გუნდზე დაკისრებული ამოცანებისა და როლების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა
  • შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მინიმუმ 8 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე (გუნდის/ჯგუფის/განყოფილების ხელმძღვანელად) მუშაობის გამოცდილება
  • C#, .NET CORE, ASP.NET MVC, ASP.NET WEB API, WCF, SOAP, React, Angular გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება T-SQL -ის გამოყენებით
  • დიზაინ პატერნების ცოდნა და გამოცდილება
  • ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა
  • აუცილებელია გამოცდილება CI/CD ხელსაწყოებთან
  • ბიზნეს ამოცანის ანალიზი და სწორი ტექნიკური გადაწყვეტილების შერჩევა
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა

პიროვნული თვისებები:

  • კრეატიულად და ანალიტიკურად მოაზროვნე
  • სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების მაძიებელი
  • პარალელურ რეჟიმში რამდენიმე დავალებაზე მომუშავე   
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • მიზანმიმართული, ორგანიზებული, პუნქტუალური
  • და რაც მთავარია - კომუნიკაბელური ადამიანი

ჩვენ გთავაზობთ:

  • მყუდრო, მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
  • დეველოპმენტის თანამედროვე მიდგომებს
  • პროფესიონალთა გუნდს
  • ადექვატურ ანაზღაურებასა და ბენეფიტებს

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელებადა

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები