უკან დაბრუნება ვებგვერდის პროდუქტის მფლობელი (Product Owner)

სათავო ოფისი (თბილისი)
21.08.2020 / 06.09.2020

სს ვითიბი ბანკი ჯორჯია აცხადებს კონკურს ვებგვერდის პროდუქტის მფლობელის (Product Owner) თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 6 სექტემბერი 2020

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის ვებგვერდის (vtb.ge) განვითარება:
    • ვებგვერდის ტექნოლოგიური განვითარება
    • ვებგვერდზე მომართვიანობის (traffic) ზრდა
  • ვებგვერდით საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდა
    • ვებგვერდზე გაყიდვების შესაძლობლობების დანერგვა და განვითარება
    • ვებგვერდიდან გაყიდული პროდუქტების რაოდენობის და მოცულობის ზრდა
    • ამ არხში პროდუქტების განაცხადების გამარტივება-ოპტიმიზაცია
  • ვებგვერდის ოპტიმიზაცია გაყიდვებისთვის და მომართვიანობის ზრდის კუთხით
  • ვებგვერდის მომხმარებლების კმაყოფილების დონის ზრდა
  • ქართულ ბაზარზე არსებულ კონკურენტულ პროდუქტებსა და მომსახურებებზე შედარებითი ანალიზების მომზადება
  • არხის განვითარებისთვის იდეების გენერაცია და შესაბამის ცვლილებებზე და განახლებებზე დავალებების ინიცირება
  • ციფრული ბანკინგის მსოფლიო ტრენდების თვალყური და საინტერესო თემების/მოვლენების გაზიარება გუნდისთვის
  • ციფრული ბანკინგის პოპულარიზაციაზე მიმართული მარკეტინგული და სამოტივაციო აქტივობების ინიცირება
  • ყოველთვიური რეპორტების მომზადება და წარდგენა გუნდისთვის და ტოპ მენეჯმენტისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • სამუშაო გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში მინ. 1 წელი
  • სამუშაო გამოცდილება SEO-ს მიმართულებით
  • Google Analytics-თან მუშაობის გამოცდილება
  • სამუშაო გამოცდილება პროდუქტების მართვის, გავითარების ან გაყიდვების სფეროში (უპირატესობა)
  • ბანკში ან ციფრული კომუნიკაციების სააგენტოში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა)
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ/სრულყოფილ დონეზე ფლობა
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა

უნარები:

  • პროექტების მართვის უნარი
  • ბიზნესური ხედვის უნარი
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები