სათავო ოფისი (თბილისი)
21.08.2020 / 06.09.2020
სს ვითიბი ბანკი ჯორჯია აცხადებს კონკურს ქოლცენტრის პროდუქტის მფლობელის (Product Owner) თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 6 სექტემბერი 2020
ძირითადი მოვალეობები:
- ქოლცენტრის განვითარება:
- ქოლცენტრის ტექნოლოგიური განვითარება
- ქოლცენტრის ეფექტურობის ზრდა: უპასუხო ზარების წილის შემცირება, ავტომატურად დამუშავებული მომართვების წილის ზრდა
- ქოლცენტრის არხით საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდა
- არხებში გაყიდვების შესაძლობლობების დანერგვა და განვითარება
- ქოლცენტრის არხით გაყიდული პროდუქტების რაოდენობის და მოცულობის ზრდა
- ამ არხებში პროდუქტების განაცხადების გამარტივება-ოპტიმიზაცია
- ქოლცეტრის გუნდის მართვა
- შემომავალი და გამავალი (გაყიდვების) ჯგუფების ეფექტურად მართვა
- ქოლცენტრის თანამშრომლებისთვის KPI-ების განსაზღვრა
- გემგების მიწოდება და მათი შესრულების უზრუნველყოფა
- თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა
- ქოლცენტრის და ჩათის მომხმარებლების კმაყოფილების დონის ზრდა
- ქართულ ბაზარზე არსებულ კონკურენტულ პროდუქტებსა და მომსახურებებზე შედარებითი ანალიზების მომზადება
- არხის განვითარებისთვის იდეების გენერაცია და შესაბამის ცვლილებებზე და განახლებებზე დავალებების ინიცირება
- სატელეფონო მომსახურების მსოფლიო ტრენდების თვალყური და საინტერესო თემების/მოვლენების გაზიარება გუნდისთვის
- ყოველთვიური რეპორტების მომზადება და წარდგენა გუნდისთვის და ტოპ მენეჯმენტისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება პროდუქტების განვითარების, პროდუქტების მართვის, გაყიდვების ან პროექტების მართვის სფეროში მინ. 1 წელი
- ქოლცენტრში (განსაკუთრებით კი ბანკებში, სატელეკომუნიკაციო, ან ელ. კომერციის კომპანიებში) მენეჯერულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა)
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ/სრულყოფილ დონეზე ფლობა
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა
უნარები:
- გუნდის მართვის უნარი
- პროექტების მართვის უნარი
- ბიზნესური ხედვის უნარი
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- დროის მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება