უკან დაბრუნება ქოლცენტრის პროდუქტის მფლობელი (Product Owner)

სათავო ოფისი (თბილისი)
21.08.2020 / 06.09.2020

სს ვითიბი ბანკი ჯორჯია აცხადებს კონკურს ქოლცენტრის პროდუქტის მფლობელის (Product Owner) თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 6 სექტემბერი 2020

ძირითადი მოვალეობები:

  • ქოლცენტრის განვითარება:
    • ქოლცენტრის ტექნოლოგიური განვითარება
    • ქოლცენტრის ეფექტურობის ზრდა: უპასუხო ზარების წილის შემცირება, ავტომატურად დამუშავებული მომართვების წილის ზრდა
  • ქოლცენტრის არხით საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდა
    • არხებში გაყიდვების შესაძლობლობების დანერგვა და განვითარება
    • ქოლცენტრის არხით გაყიდული პროდუქტების რაოდენობის და მოცულობის ზრდა
    • ამ არხებში პროდუქტების განაცხადების გამარტივება-ოპტიმიზაცია
  • ქოლცეტრის გუნდის მართვა
    • შემომავალი და გამავალი (გაყიდვების) ჯგუფების ეფექტურად მართვა
    • ქოლცენტრის თანამშრომლებისთვის KPI-ების განსაზღვრა
    • გემგების მიწოდება და მათი შესრულების უზრუნველყოფა
    • თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა
  • ქოლცენტრის და ჩათის მომხმარებლების კმაყოფილების დონის ზრდა
  • ქართულ ბაზარზე არსებულ კონკურენტულ პროდუქტებსა და მომსახურებებზე შედარებითი ანალიზების მომზადება
  • არხის განვითარებისთვის იდეების გენერაცია და შესაბამის ცვლილებებზე და განახლებებზე დავალებების ინიცირება
  • სატელეფონო მომსახურების მსოფლიო ტრენდების თვალყური და საინტერესო თემების/მოვლენების გაზიარება გუნდისთვის
  • ყოველთვიური რეპორტების მომზადება და წარდგენა გუნდისთვის და ტოპ მენეჯმენტისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • სამუშაო გამოცდილება პროდუქტების განვითარების, პროდუქტების მართვის, გაყიდვების ან პროექტების მართვის სფეროში მინ. 1 წელი
  • ქოლცენტრში (განსაკუთრებით კი ბანკებში, სატელეკომუნიკაციო, ან ელ. კომერციის კომპანიებში) მენეჯერულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა)
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ/სრულყოფილ დონეზე ფლობა
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა

უნარები:

  • გუნდის მართვის უნარი
  • პროექტების მართვის უნარი
  • ბიზნესური ხედვის უნარი
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები