სათავო ოფისი (თბილისი)
21.08.2020 / 06.09.2020
სს ვითიბი ბანკი ჯორჯია აცხადებს კონკურს ბანკომატების და სწრაფი გადახდის აპარატების პროდუქტის მფლობელის (Product Owner) თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 6 სექტემბერი 2020
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკომატების და სწრაფი გადახდის აპარატების განვითარება:
- ბანკომატების და კიოსკების ტექნოლოგიური განვითარება
- ბანკომატებში და კიოსკებში შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობის და მოცულობების ზრდა
- ბანკომატებიდან და კიოსკებიდან შემოსული საკომისიო და სხვა შემოსავლების ზრდა
- ბანკომატების და კიოსკების მოხმარების გამარტივება
- ბანკომატებისა და კიოსკების არხებში საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდა
- არხებში გაყიდვების შესაძლობლობების დანერგვა და განვითარება
- ბანკომატებითა და კიოსკებით გაყიდული პროდუქტების რაოდენობის და მოცულობის ზრდა
- პროდუქტების განაცხადების გამარტივება-ოპტიმიზაცია
- ბანკომატების და კიოსკების მომხმარებლების კმაყოფილების დონის ზრდა
- ქართულ ბაზარზე არსებულ კონკურენტულ პროდუქტებსა და მომსახურებებზე შედარებითი ანალიზების მომზადება
- არხების განვითარებისთვის იდეების გენერაცია და შესაბამის ცვლილებებზე და განახლებებზე დავალებების ინიცირება
- ციფრული ბანკინგის მსოფლიო ტრენდების თვალყური და საინტერესო თემების/მოვლენების გაზიარება გუნდისთვის
- ციფრული ბანკინგის პოპულარიზაციაზე მიმართული მარკეტინგული და სამოტივაციო აქტივობების ინიცირება
- ყოველთვიური რეპორტების მომზადება და წარდგენა გუნდისთვის და ტოპ მენეჯმენტისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება პროდუქტების განვითარების, პროდუქტების მართვის, გაყიდვების ან პროექტების მართვის სფეროში მინ. 1 წელი
- ბანკომატების სწრაფი გადახდის აპარატების სფეროში სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა)
- ბანკში ან სწრაფი გადახდების აპატრატების ან ბანკომატების სფეროში მომუშავე კომპანიებში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა)
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ/სრულყოფილ დონეზე ფლობა
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა
უნარები:
- პროექტების მართვის უნარი
- ბიზნესური ხედვის უნარი
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- დროის მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება