თბილისის ფილიალები (სხვადასხვა)
27.10.2020 / 11.11.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს სარეზერვო მოლარე–ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11.11.2020
სარეზერვო მოლარე-ოპერატორი მუშაობს ვითიბი ბანკის თბილისის ერთ-ერთ ფილიალში, საჭიროების შემთხვევაში ცვლის ძირითად მოლარე-ოპერატორებს თბილისის მასშტაბით.
მოვალეობები:
- ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ბანკში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით
- ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
- ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
- საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
- სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
- სასურველია ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
- სხარტი აზროვნების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
- გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება