რეგიონების ფილიალები (თელავი)
22.09.2020 / 07.10.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს სარეზერვო საინფორმაციო ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე თელავის ფილიალში
სამუშაო ადგილი: თელავი
დასაქმების ხანგრძლივობა: 6 თვე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 07.10.2020
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა/გადამისამართება
- რიგის ნომრის მინიჭება, გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
- მომხმარებლებისთვის კონკრეტული პროდუქტების შეთავაზება, დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაცია და გაყიდვა
- მომხმარებლის ინფორმირება ბანკში მიმდინარე აქციების შესახებ და სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ
- ყოველთვიური გეგმების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების ქონა
- რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
უნარები:
- ეფექტური კომუნკაციისა და მომსახურების უნარი
- გაყიდვების უნარი
- აქტიური
- თავაზიანი
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება