უკან დაბრუნება CRM მოდულის მფლობელი

სათავო ოფისი (თბილისი)
29.10.2020 / 08.11.2020

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს CRM მოდულის მფლობელის ვაკანსიას

სამუშაო ადგილი:  თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 08.11.2020

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკში დანერგილი CRM (Customer Relations Management) მოდულის მართვა
  • CRM მოდულის ფუნქციონალის განვითარება
  • CRM კამპანიების წარმოება
  • საცალო საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ზრდა
  • სადეპოზიტო და ტრანზაქციული პროდუქტების გაყიდვების ზრდა
  • პროდუქტის მფლობელებთან ერთად ახალი CRM კამპანიების დაგეგმვა და რეალიზაცია

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • CRM კამპანიების განხორციელების გამოცდილება
  • მონაცემთა ბაზებთან ან CRM პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
  • რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა

უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • შედეგზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები