რეგიონების ფილიალები (ბათუმი)
27.10.2020 / 11.11.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ბათუმის ფილიალის საინფორმაციო ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11.11.2020
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა/გადამისამართება
- რიგის ნომრის მინიჭება, გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
- მომხმარებლებისთვის კონკრეტული პროდუქტების შეთავაზება, დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაცია და გაყიდვა
- მომხმარებლის ინფორმირება ბანკში მიმდინარე აქციების შესახებ და სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ
- ყოველთვიური გეგმების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების ქონა
- რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
- გაყიდვების უნარი
- აქტიური
- თავაზიანი
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება