რეგიონების ფილიალები (ბათუმი)
10.11.2020 / 23.11.2020
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს საცალო დაკრედიტების მენეჯერის თანამდებობაზე ბათუმის ფილიალში
სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23.11.2020
ძირითადი ფუნქციები:
- საცალო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაციის მიზნით პოტენციური კლიენტების მოზიდვა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი
- კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება
- კლიენტებისთვის პრეზენტაციების ჩატარება და კონსულტირება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით
- პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი
- საბანკო საცალო პროდუქტების აქტიური გაყიდვები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/ეკონომიკის სფეროები)
- მინიმუმ ექვსთვიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
- რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
- გაყიდვების უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება