უკან დაბრუნება სახელფასე პროექტების მენეჯერი

სათავო ოფისი (თბილისი)
25.02.2021 / 10.03.2021

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს სახელფასე პროექტების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10.03.2021

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციურ კლიენტებზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი ბაზის ფორმირება
  • სახელფასო პროექტების გაყიდვების და შემდგომი მომსახურების პროცესის წარმართვა და კოორდინაცია
  • სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების მიერ საბანკო სახელფასო პროექტებით მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერების მონიტორინგი და მათზე რეაგირება, ბანკში დადგენილი წესის შესაბამისად
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმართვა და შეხვედრების ორგანიზება
  • ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება
  • ორგანიზაციებში პრეზენტაციების ჩატარება
  • კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება
  • არსებული კლიენტების ბაზის ფორმირება
  • არსებული კლიენტების და პოტენციური კლიენტების ბაზის მონიტორინგი
  • არსებული კლიენტების შემდგომი კონსულტაცია
  • პრომო აქციების დაგეგმვა
  • კლიენტების ინფორმირება მიმდინარე აქციების შესახებ

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, PowerPoint, Excel)

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • ორგანიზებული, ენერგიული
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2021 წლის 10 მარტის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები