სათავო ოფისი (თბილისი)
05.03.2021 / 21.03.2021
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21.03.2021
ძირითადი ფუნქციები:
- ინფორმაციის დაცვის სისტემებისა და საშუალებების არჩევა
- ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების მართვა, კონფიგურაცია და მონიტორინგი (Endpoint Protection,DLP,WebProxy,RSA)
- მომხმარებელთა რეგისტრაციის/გაუქმების/უფლებების დროებითი შეჩერების განხორციელება დომენურ ქსელში, ბანკის საოპერაციო დღეში, საკრედიტო პროგრამაში და მათი უფლებების გამიჯვნა აღნიშნულ სისტემებში შესაბამისი პროცედურის საფუძველზე
- საბანკო ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის პროგრამების დანერგვაში მონაწილეობის მიღება
- ელექტრონული გასაღების, სერთიფიკატების და პაროლების პერიოდული ცვლილების პროცესის უზრუნველყოფა
- ანტივირუსული პროგრამისა და ელ.ფოსტის მონიტორინგი
- ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების შემთხვევების მოძიება
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გაანალიზებაში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
- მონაცემთა ბაზებისა და ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების დეტალური ტექნიკური ცოდნა
- უსაფრთხოების სისტემებში გამოცდილება, მათ შორის: ფაიერვოლები, შემოჭრების აღმოჩენის სისტემები (IPS), ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემების აუთენტიკაცია, ლოგების მართვა, შემცველობის ფილტრაცია
- ქსელურ უსაფრთხოებასთან, ქსელურ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება და ასევე სისტემების, უსაფრთხოებისა და ქსელის მონიტორინგის უტილიტებთან მუშაობის გამოცდილება
- უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების, მოდელებისა და პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა
- კანდიდატი გაცნობიერებული უნდა იყოს ვებ ტექნოლოგიებში (ვებ-აპლიკაციები, ვებ სერვისები, სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურები) და ქსელთან/ვებთან დაკავშირებულ პროტოკოლებთან
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება