სათავო ოფისი (თბილისი)
12.02.2018 / 18.02.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 18.02.2018
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განვითარება
- მარკეტინგული და საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება და ჩამოყალიბება
- იმიჯის განმტკიცებისა და საბანკო პროდუქტების განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების, მათ შორის სარეკლამო კონცეფციებისა და მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმების შემუშავება და განხორციელება
- მარკეტინგული პროექტების კონცეფციისა და განხორციელების გეგმის შექმნა და დანერგვა
- სასპონსორო, საქველმოქმედო და სხვა სპეციალური პროექტების მართვა, მარკეტინგისა და პიარ კამპანიების განვითარება
- სხვადასხვა სარეკლამო არხის მეშვეობით სარეკლამო კამპანიის წარმოება
- ბანკის საფირმო სტილის უზრუნველყოფა
- ბანკის ოფისების ფასადისა და ინტერიერის გაფორმებასთან დაკავშირებული საქმიანობის მენეჯმენტი
- ბანკის ვებ გვერდის საინფორმაციო და სარეკლამო კონტენტის კოორდინაცია
- კორპორატიული კომუნიკაციის სფეროში კომპლექსური საინფორმაციო გადაწყვეტილებების ფორმირებისა და რეალიზების განხორციელება და კონტროლი
- ბანკის პროფესიონალური და პოზიტიური იმიჯის დაცვის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით (სასურველია მაგისტრის წოდება)
- მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება
- ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება
- სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონა
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა
უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- დროის ეფექტურად მართვის, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
- დიპლომატიური
- კომუნიკაბელური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა