უკან დაბრუნება ვაკანსია მარკეტინგისა  და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე

სათავო ოფისი (თბილისი)
12.02.2018 / 18.02.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა  და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 18.02.2018

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განვითარება
  • მარკეტინგული და საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება და ჩამოყალიბება
  • იმიჯის განმტკიცებისა და საბანკო პროდუქტების განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების, მათ შორის სარეკლამო კონცეფციებისა და მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმების შემუშავება და განხორციელება
  • მარკეტინგული პროექტების კონცეფციისა და განხორციელების გეგმის შექმნა და დანერგვა
  • სასპონსორო, საქველმოქმედო და სხვა სპეციალური პროექტების მართვა, მარკეტინგისა და პიარ კამპანიების განვითარება
  • სხვადასხვა სარეკლამო არხის მეშვეობით სარეკლამო კამპანიის წარმოება
  • ბანკის საფირმო სტილის უზრუნველყოფა
  • ბანკის ოფისების ფასადისა და ინტერიერის გაფორმებასთან დაკავშირებული საქმიანობის მენეჯმენტი
  • ბანკის ვებ გვერდის საინფორმაციო და სარეკლამო კონტენტის კოორდინაცია
  • კორპორატიული კომუნიკაციის სფეროში კომპლექსური საინფორმაციო გადაწყვეტილებების ფორმირებისა და რეალიზების განხორციელება და კონტროლი
  • ბანკის პროფესიონალური და პოზიტიური იმიჯის დაცვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით (სასურველია მაგისტრის წოდება)
  • მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება
  • ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონა
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა 

უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
  • დიპლომატიური
  • კომუნიკაბელური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები