უკან დაბრუნება სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში

სათავო ოფისი (თბილისი)
17.05.2021 / 30.05.2021

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30.05.2021

ხანგრძლივობა:  2 თვე, დასაქმების პერსპექტივით

გთავაზობთ უხელფასო სტაჟირებას, დასაქმების პერსპექტივით, ჩვენი ბანკის იურიდიულ დეპარტამენტში. თქვენ აქტიურად იქნებით ჩართული დეპარტამენტის საქმიანობაში, მიიღებთ სამომავლო კარიერისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს.

სტაჟირების პერიოდში აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი დავალებების შესრულებაში:

  • იურიდიული დასკვნების პროექტების მომზადება
  • საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადება
  • უზრუნველყოფის საშუალებების (იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა) ხელშეკრულებების მომზადება
  • საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ ხელშეკრულებების დამუშავება
  • საბანკო გარანტიის წერილების დამუშავება
  • ბანკის მიერ გასაფორმებელი იმ ხელშეკრულებების მომზადება, რომლებიც  დაკავშირებულია ბანკის საკრედიტო საქმიანობასთან;
  • ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის სამართლებრივი სახის მხარდაჭერის აღმოჩენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია
  • სასურველია საბანკო-საფინანსო  სექტორში სტაჟირების გამოცდილება
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა
  • საოფისე პროგრამების ფლობა სამომხმარებლო დონეზე

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სწრაფად აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2021 წლის 30 მაისის  ჩათვლით CV გამოაგზავნოთ  ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები