უკან დაბრუნება საცალო დაკრედიტების სტაჟიორი

რეგიონების ფილიალები (გორი)
14.06.2021 / 22.06.2021

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს საცალო დაკრედიტების სტაჟიორის კონკურსს

სამუშაო ადგილი: გორი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  22.06.2021

საცალო დაკრედიტების სტაჟიორი ჩართული იქნება გორის ფილიალის საცალო დაკრედიტების ჯგუფის სამუშაო პროცესში, მიიღებს სამომავლო კარიერისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს.

სტაჟირების პერიოდში, ფილიალის მმართველისა და საცალო დაკრედიტების მენეჯერის დახმარებით,  აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი დავალებების შესრულებაში:

  • საცალო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მიზნით პოტენციური კლიენტების მოზიდვა
  • კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება
  • საბანკო საცალო პროდუქტების აქტიური გაყიდვები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არასრული/სრული უმაღლესი განათლება-სასურველია ბიზნესის ან მომიჯნავე სფეროებში
  • სასურველია მუშაობის ან სტაჟირების  გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
  • სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენების ფლობა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • გაყიდვების უნარი
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2021 წლის 22 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები