უკან დაბრუნება აგრო რისკების მენეჯერი

სათავო ოფისი (თბილისი)
29.06.2021 / 29.07.2021

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს აგრო რისკების მენეჯერის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29.07.2021  

ძირითადი მოვალეობები:

  • დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკრედიტო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა
  • ბანკის სტრუქტურული ერთეულების მიერ ინიცირებული ერთჯერადი ოპერაციების ან ლიმიტების დაწესების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებების ექსპერტიზა
  • იურიდიული კლიენტებისათვის რეიტინგის მინიჭება ბიზნეს-სტრუქტურებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
  • საკრედიტო პროცესის წარმართვის, საკრედიტო კომიტეტის მიერ საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღების, მსესხებლების გეგმიური და რიგგარეშე მონიტორინგის განხილვაში მონაწილეობა
  • მსესხებელთა მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და სრულყოფაში მონაწილეობა
  • ტექნიკური დავალებების მომზადება საკრედიტო რისკის შემცველი ოპერაციების მართვის პროცესების ავტომატიზაციისათვის
  • ბანკის მიერ საკრედიტო რისკის აღების თაობაზე შესაბამისი დასკვნის მომზადება და საკრედიტო კომიტეტისათვის წარდგენა
  • სამმართველოსა და განყოფილების უფროსის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აგრო სექტორის დაკრედიტების მიმართულებით
  • სასურველია მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება საკრედიტო რისკების სფეროში
  • საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო დარგების ცოდნა
  • ძირითადი აგრო-ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნაც
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (განსაკუთრებით EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა)

უნარები:

  • ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის უნარი
  • აგრო დაკრედიტებასთან დაკავშირებული სტატისტიკური, ტექნიკური და სხვა ინფორმაციის მოძიების უნარი
  • სასოფლო-სამეურნეო რისკების შეფასების უნარი
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
  • საკუთარი პოზიციის დასაბუთების და გადმოცემის უნარი
  • ორგანიზებული, პუნქტუალური, მოწესრიგებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 29 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები