უკან დაბრუნება პირდაპირი გაყიდვების მენეჯერი

სათავო ოფისი (თბილისი)
01.06.2021 / 11.08.2021

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს პირდაპირი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკის  მომხმარებელთა   რაოდენობის  ზრდის  ხელშეწყობა
  • ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით, პრეზენტაციებისა და სხვადასხვა აქციების ჩატარება
  • ბანკისათვის მნიშვნელოვან კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება
  • კლიენტებისათვის ზუსტი, სრული და დროული ინფორმაციის მიწოდება ბანკის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით
  • გაყიდვების განყოფილების მიერ დასახული გეგმების შესრულება
  • ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმირება ყოველდღიური შედეგების შესახებ
  • კლიენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების პერმანენტული მობილიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არასრული/სრული უმაღლესი განათლება-სასურველია, ბიზნესის ან მომიჯნავე სფეროებში
  • სასურველია, მუშაობის ან სტაჟირების  გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
  • ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (B1.2)  
  • სასურველია, თურქული/ აზერბაიჯანული ენების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, PowerPoint, Excel)
  • საჯარო გამოსვლებისთვის საჭირო ტექნიკების ცოდნა

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • გამართული მეტყველებისა  და პრეზენტაციის უნარი
  • კრეატიული აზროვნების უნარი
  • კრიტიკულ სიტუაციაში მოქნილობის უნარი
  • ინდივიდუალურად/გუნდურად მუშაობის უნარი
  • მოტივირებული
  • მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული

ანაზღაურება:

  • თვის ჭრილში ჯამური ანაზღაურება შეადგენს საშუალოდ 1000-1100 ლარს.
  • ფიქსირებული ნაწილი 350 ლარი + ბონუსები.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები