უკან დაბრუნება ვიდეო-ბანკირი

სათავო ოფისი (თბილისი)
14.06.2021 / 09.08.2021

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს  ვიდეო-ბანკირის  თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  08.08.2021

ძირითადი ფუნქციები:

  • ვიდეობანკში შემოსული ზარების მომსახურება
  • ამომწურავი ინფორმაციის გაცემა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურების შესახებ
  • ანგარიშების მომსახურება
  • ტრანზაქციების შესრულება
  • სესხების გაცემა
  • ანაბრების გახსნა
  • საბანკო პროდუქტების შეთავაზება
  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ფლობა
  • სასურველია საბანკო პროგრამა ALTA-ს ცოდნა

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (გამართული მეტყველება, კეთილგანწყობა, თავაზიანობა)
  • პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები